დემოკრატიის ბანაკი - ქალაქები

ერთკვირიანი სამუშაო განრიგი პირობითად სამ თემატურ მეთოდურ ნაწილად არის დაყოფილი: პირველი ნაწილი სრულად დაეთმობა ინტენსიურ სწავლებას იმის შესახებ, თუ რა არის განვითარება, რა ადგილი უჭირავს ურბანულ განვითარებას ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. რა სპეციფიკა აქვს ქალაქდაგეგმარებას და თანმდევი პრობლემების მოგვარების რა წარმატებულ მაგალითებს იცნობს მსოფლიო.
ბანაკის პროგრამის დასკვნით ეტაპამდე განსაზღვრულია სპორტული შესვენება. უკვე ტრადიციად ქცეული ნიჩბოსნობის ტურნირში ქალაქები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. დაგეგმილი იქნება სხვა გასართობ-სპორტული აქტივობებიც.
ფინალურ ეტაპზე ბანაკის პროგრამა კულმინაციას აღწევს. მონაწილეებისათვის ეს იქნება გამოცდილების გაზიარების, მსჯელობისა და იდეების გაცვლის საშუალება ქალაქების განვითარების მოდელებთან დაკავშირებით. ეს კარგ ნიადაგს მოამზადებს გუნდური სამუშაოსთვის, რომლის მიზანი იქნება ჩამოყალიბდეს ქალაქის ხელმძღვანელობასა და რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გაზიარებული ქალაქების განვითარების საერთო გრძელვადიანი ხედვა.
დისკუსიები, კითხვა-პასუხის სესიები და დებატები ბანაკის დღის წესრიგის ნაწილი იქნება ყველა ეტაპზე.

ნიდერლანდების ინსტიტუტი
მრავალპარტიული დემოკრატიისათვის

პარტნიორი დემოკრატიის მშენებლობაში

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და ახალი დემოკრატიის ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამჟამად NIMD 27 ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში თანამშრომლობს. NIMD-ის პროგრამები სამხრეთ კავკასიაში ემსახურება წამყვანი პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას, დემოკრატიის განათლებას ადგილობრივ დონეზე და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას ეროვნულ დონეზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nimd.ge

მეტი
  •  
  •