ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და ახალი დემოკრატიის ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამჟამად NIMD 27 ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში თანამშრომლობს. NIMD-ის პროგრამები სამხრეთ კავკასიაში ემსახურება წამყვანი პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას, დემოკრატიის განათლებას ადგილობრივ დონეზე და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას ეროვნულ დონეზე.
NIMD სამი საყრდენი პროგრამის ფარგლებში მუშაობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში:
- პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა
- დემოკრატიის განათლებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა
- სამხრეთ კავკასიის რეგიონული პროგრამა
პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა, მიზნად ისახავს პარტნიორი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პარტიების ორგანიზაციული ქმედითუნარიანობის, ინსტიტუციონალიზაციისა და შიდა დემოკრატიის გაძლიერებას.
დემოკრატიის განათლების პროგრამა კი მიზნად ისახავს გააძლიეროს დემოკრატიის მოთხოვნა საზოგადოებაში და შექმნას საფუძველი პოლიტიკური პლურალიზმისათვის. NIMD ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი ექსპერტების ცოდნას დემოკრატიული განათლების სფეროში. სწორედ ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში NIMD-ის დემოკრატიის სკოლები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. დემოკრატიის სკოლის კურსი მოიცავს 5-თვიან საგანმანათლებლო პროგრამას, დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებზე. NIMD-ის ხელშეწყობით შექმნილია პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელი, ყოფილი სტუდენტები ფინანსდებიან მცირე გრანტით, ხშირია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებიც. დემოკრატიის სკოლა შექმნილია პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია სექტორისათვის.
საკანონმდებლო რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მთავარი ამოცანას წარმოადგენს საქართველოში უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭრით.
NIMD-ის ინიციატივები აზერბაიჯანსა და სომხეთში მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას, ასევე რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამ მიზნით, ყოველ წელს იმართება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებს და საერთო რეგიონულ პრობლემატიკას განიხილავს 60 ახალგაზრდა რეგიონის სამივე ქვეყნიდან.
NIMD-ს მდიდარი გამოცდილება გააჩნია, რომელიც მან წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში პოლიტიკური დიალოგის, პარტიების განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების საკითხებზე მუშაობის შედეგად დააგროვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nimd.ge / www.nimd.org