არჩილ თხლაშიძე

archil txlashidzeარჩილ თხლაშიძე - ბიოგრაფია

 

დაბადების თარიღი / ადგილი

1970-09-29, თელავი


განათლება

არჩილ თხლაშიძემ 1993 წელს დამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის მიმართულებით. 1994-1998 წლებში კი სწავლობდა თბილისის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში, სადაც ტექნოლოგ-დეგუსტატორის სპეციალობა შეისწავლა.


სამუშაო გამოცდილება

არჩილ თხლაშიძეს, მუშაობის გამოცდილება აქვს სახლემწიფო კომპანიაში, ასევე კერძო ბიზნესში. 1996-1998 წლებში იგი იკავებდა სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ლიცენზირების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციას. ასევე, 2000-2005 წლებში იყო ბანკის“ თელავის წარმომადგენლობის საკრედიტო მენეჯერი, 2008-2009  წლებში GWS თელავის ღვინის ქარხნის მეღვინე. 2010-14 წლებში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იყო როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2014 წლის აგვისტოდან ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარეა.


 

  •  
  •