დავით დვალი - ბიოგრაფია
დაბადების თარიღი / ადგილი
1977-01-13, ქუთაისი
განათლება
დავით დვალმა დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის #1 კლასიკური გიმნაზია. 1997 წელს ჩაირიცხა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ , 1999 წელს სწავლა განაგრძო თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
სამუშაო გამოცდილება
2011-2012 წლებში დავით დვალი იყო ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე. 2010-2011 წლებში იგი ქუთაისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა. 2007 წელს თავმჯდომარეობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 2007-2010 წლებში დავით დვალი იმერეთის საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეა. 1999-2006 წლებში მისი საქმიანობა დაკავშრებულია სააპელაციო სასამართლოსთან (მოსამართლის თანაშემწე; სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე და სხვ.).
2012 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალში. 2013 წლიდან ბატონი დავითი სპორტის საწყალოსნო სახეობათა იმერეთის ასოციაციის პრეზიდენტია.
ამჟამად დავით დვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის პოსტს იკავებს.