გიორგი ერმაკოვი - ბიოგრაფია
დაბადების თარიღი / ადგილი
1968-06-11, ბათუმი
განათლება
გიორგი ერმაკოვმა 1992 წელს დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1997-2008 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო რამდენიმე სხვადასხვა პოზიციაზე: 2005-2008 წლები - შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, 2004-2005 წლები - შსს აჭარის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, 2002-2004 წლები - შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი, 1999-2003 წლები - შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსი, 1997-1999 წლები - შსს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი.
2004-2014 წლებში კი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტში. 1992-2012 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი და მეცნიერ-თანამშრომელი.
2008-2010 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს უფროსის თანამდებობას იკავებდა;
მოგვიანებით, 2010-2012 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი იყო სამ სხვადასხვა პოზიციაზე: 2011-2012 წლები - სამსახურის უფროსის აპარატის რეგიონული კოორდინატორი აჭარაში, 2011 წელი - შიდა კონტროლის დეპარტამენტის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2010-2011 წლები - ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილე;
თვითმმართველობაში მოსვლამდე, 2013 წელს მუშაობდა შპს ,,თეგეტამოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად;
2014 წლის აგვისტოდან არის ქალაქ ბათუმის მერი. მანამდე ბათუმის მერის მოადგილის, შემდეგ კი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციები ეჭირა;