იან ჰოეკემა

0234იან ჰოეკემა - ბიოგრაფია

 

დაბადების თარიღი / ადგილი

1952 წლის 14 თებერვალი, ჰააგა, ნიდერლანდები.


განათლება

იან ჰოეკემამ ლეიდენის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 1975 წელს დაამთავრა და მას შემდეგ ორი წელი ნიდერლანდების სამეფო სამხედრო სამსახურში მსახურობდა. 1977-1994 წლებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ისეთ მნიშვნელოვან დეპარტამენტებში, როგორიცაა ნატოსთან და გაეროსთან ურთიერთობის დეპარტამენტი.


სამუშაო გამოცდილება

1970-იანი წლებიდან იწყება მისი მოღვაწეობა პოლიტიკური პარტია „დემოკრატები 66-ის“ სახელით. 1978-1989 და 1990-1994 წლებში იყო ქ. ლეიდენის ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წევრი. 1994 წლიდან კი „დემოკრატები 66-ის“ მანდატით რვა წელიწადის განმავლობაში ნიდერლანდების პარლამენტის წევრი გახლდათ, სადაც გარკვეული პერიოდით იყო თავდაცვის, საგარეო ურთიერთობებისა და იმიგრაციის საკითხების კომიტეტის სპიკერი და ასევე ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას.

მოგვიანებით, იან ჰოეკემა ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის წევრი გახდა და მის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს 1996-2002 წლებში ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში იყო ჰოლანდიის ატლანტიკური კომისიის თავმჯდომარე და „პარლამენტარები გლობალური აქტივობისათვის“ გამგეობის წევრი.

რაც შეეხება მის პარტიულ მოღვაწეობას, 2003 წელს  იგი გახდა „დემოკრატები 66-ის“ თავმჯდომარის მოადგილე და 2006 წლამდე ამავე პოზიციაზე მოღვაწეობდა.

2007 წელს იგი აირჩიეს ქალაქ ვასენაარის მერად. იან ჰოეკემა დღემდე ამ პოზიციას იკავებს. ამავე დროს, ის არის ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ზედამხედველობის საბჭოს წევრი.

2015 წლის 10 ივნისს, ის საქართველოში დემოკრატიის საზაფხულო ბანაკს ეწვევა.


 

  •  
  •