ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) სამხრეთ კავკასიის წარმომადგნელობა ახალი ტრადიციის დამკვიდრებას იწყებს. ყოველწლიურად, დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ქსელიდან ორგანიზაცია გამოარჩევს და „დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდოს გადასცემს იმ ადამიანს, რომელმაც გამოავლინა განსაკუთრებული სიმამცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
NIMD-ის დემოკრატიის სკოლები თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს და უკვე ხუთასამდე კურსდამთავრებულს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით. დემოკრატიის სკოლა შექმნილია პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია სექტორისათვის. ამ საგანმანათლებლო ინტენსიურ კურსში მონაწილეობენ სხვადახვა პროფესიის მოქალაქეები, რომლებიც ლიდერულ უნარებს ავლენენ იმ გარემოში, სადაც მოღვაწეობენ. დემოკრატიის განათლების პროგრამის საშულებით NIMD კარგ შესაძლებლობას უქმნის ნიჭიერ და აქტიურ ადამიანებს იმისათვის, რომ მათ საკუთარი მოტივაცია და იდეები პრაქტიკულ საქმეებში გარდასახონ, გაიღრმავონ ცოდნა, გააბან პროფესიული კავშირები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართული დემოკრატიის განმტკიცების საქმეში.
ახალი ტრადიციის მიხედვით, კურსდამთავრებულთა ყველა თაობის წარმოამდგენელებს ეძლევათ შანსი მონაწილეობა მიიღონ წლის დემოკრატიის ლიდერის გამოვლენაში. მათ შეუძლიათ დაასახელონ თავიანთი რჩეულ აქტივისტი, რომელიც მუშაობდა საკუთარი საზოგადოების გაუმჯობესებისთვის, იბრძოდა დისკრიმინაციის ან უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ცდილობდა მშვიდობის განმტკიცებას და ვინც შესაძლოა რისკის ფასად, სხვადასხვა დროს, რთული გამოწვევების მიუხედავად, იღწვოდა პოზიტიური ცვლილების განხორციელების მიზნით.
ჯილდოს დაწესებით და ამ ადამიანების გამორჩეული ღვაწლის აღიარებით, NIMD მხარს დაუჭერს, წაახალისებს და ფართო საზოგადოებას გააცნობს მათ, ვისი საქმიანობაც დემოკრატიული ღირებულებების დაცვასა და განმტკიცებას ემსახურებოდა.
2015 წელს „დემოკრატიის ლიდერის“ გამოსავლენად ვიწვევთ ყველა კურსდამთავრებულს, მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში და დაასახელოს თავისი კანდიდატი ამ საპატიო წოდების მისაღებად. NIMD განიხილავს და განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასებს ყველა დასახელებულ ნომინანტს. შერჩეული კანდიდატის დაჯილდოების ცერემონია კი 11 ივნისს, ყვარელში, დემოკრატიის საზაფხულო ბანაკის დახურვის ცერემონიაზე საპატიო სტუმრების თანდასწრებით შედგება.
ნომინირების ელექტრონული ფორმის შევსება შეუძლიათ მხოლოდ NIMD-ის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებს ინდივიდუალურად. მათ შეუძლიათ დაასახელონ თავიანთი რჩეული „დემოკრატიის ლიდერი“ მხოლოდ NIMD-ის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა რიგებიდან. სასურველი კანდიდატის ნომინირების მიზნით გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია. ბოლო ვადა - 8 ივნისი, 2015 წელი
აპლიკაცია