სასარგებლო რესურსები

დემოკრატიის ბანაკის მთავარი თემა - ქალაქები და ურბანული განვითარება, შერჩული მონაწილეების მხრიდან სპეციალურ მომზადებას მოითხოვს. NIMD შეეცდება მუდმივად მოგაწოდოთ სასარგებლო რესურსები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბანაკის მთავარ თემასთან და კარგ მეგზურობას გაგიწევთ ღონისძიებისათვის მზადების პროცესში.
ეს გვერდი მუდმივი განახლების რეჟიმში იმუშავებს და გამოაქვეყნებს საინტერესო ვიდეოებსა თუ სტატიებს, მეტწილად, ქართულ ენაზე. განსაზღვრულია, რომ სპეციალურად თქვენთვის ითარგმნოს სხვადასხვა მასალები.

 

ჯეინ ჯეკობსი ”ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე”

ჯეინ ჯეკობსის წიგნმა, რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა II მსოფლიო ომის შემდეგ, თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამკვიდრებული ქალაქგეგმარებითი იდეებისა და ზოგადად ქალაქის, როგორც სოციოსივრცითი ფენომენის გადააზრებაში.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. აღარ არსებობს ურბანიზაციის ის კონკრეტული ფორმები, რომელთა კრიტიკასაც იგი ეფუძნება, დიდი ქალაქები კი ბევრი, თვისობრივად ახალი ტიპის პრობლემის წინაშე დადგა. მიუხედავად ამისა, თუ შევეცდებით ეს წიგნი თანამედროვე, ჩვენს რეალობასთან შესაბამისი თვალით წავიკითხოთ, აღმოვაჩენთ რომ წიგნში მოყვანილი ძირითადი იდეები და მიდგომები დღესაც აქტუალურია და ინტერპრეტაციის შემთხვევაში, ბევრ რამეს გვასწავლის.
ჯეინ ჯეკობსის ნამუშევარი Urban Reactor-მა თარგმნა. წიგნის ციფრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

 

საუბარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ - ნაგავზე... როგორ უვლიან ნაგავს საქართველოში... ნარჩენების მართვაზე, ნაგავსაყრელებზე, დასუფთავების მუშაკებისა თუ მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე... ეს და სხვა მრავალი პრობლემა და ასევე, რადიო თავისუფლების რეპორტიორების მიერ გაშუქებული კვირის მთავარი თემები - გადაცემაში „თავისუფლების ნიუსრუმი“. მას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

 

 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და TEDx Tbilisi-ის პარტნიორობით მომზადდა რამდენიმე საინტერესო გამოსვლა ქალაქების განვითარების თემაზე.
ნახეთ ვიდეოები

 

სატელევიზიო დოკუმენტური სერიების ციკლი "ქალაქი და ადამიანი" საქართველოს ქალაქდაგეგმარებისა და გარემოს განვითარების პოლიტიკას განიხილავს. სერიები ეხება ადგილობრივი ქალაქგანვითარების ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორებიცაა ქალაქის იერსახე, კაპიტალი და საჯარო ინტერესები, რეკრეაციული ზონები, ეკოლოგია, ქალაქის სატრანსპორტო მართვა და სხვა.

ნახეთ ვიდეოები:

 

სამოქალაქო საზოგადოების წევრები, აქტივისტები და უბრალოდ საკითხით დაინტერესებული პირები სხვადსხვა სივრცეში მუდმივად საუბრობენ ქალაქების განვითარების საკითხზე, განიხილავენ პრობლემებს და აწყობენ დისკუსიას. ნახეთ რამდენიმე საინტერესო მათგანი:

TED მოხსენებებისა და პრეზენტაციების ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ხარისხიანი და პოპულარული ინტერნეტ პრატფორმაა, რომლის საშუალებით უამრავი ადამიანი ექსტრავაგანტული იდეებით ცდილობს, მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენას. TED-ის ვიდეოების თემატიკა მრავაფეროვანია და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს. TED-ის ხელმძღვანელთა გუნდი იწვევს რომელიმე კონკრეტული დარგის ყველაზე საინტერესო მოსაუბრეებს და სთხოვს, რომ გააკეთონ მაქსიმუმ 18 წუთიანი პრეზენტაცია.
ქვემოთ თქვენ ნახავთ რამდენიმე საინტერესო ვიდეოს, რომელიც ქართულ ენაზეა ნათარგმნი და ბანაკისათვის მზადების პროცესში სასარგებლო რესურსად მოგევლინებათ.

 

 

ონლაინ კამპანია „ქალაქი ამბობს": ქალაქში ცვლილებები იწყება შენით. გინდა ცხოვრობდე ქალაქში, რომელიც ზრუნავს შენზე? მაშინ შენც უნდა იზრუნო ქალაქზე.
ვიდეო მიმართვებში ადამიანები გამოხატავენ საკუთარ აზრს იმის შესახებ რა მოსწონთ, ან რა პრობლემებს აწყდებიან თავიანთ ქალაქში; ამბობენ რა სურთ რომ კეთდებოდეს და მოუწოდებენ მოქმედებისკენ მათ, ვინც პრობლემატური საკითხების გადაჭრაზე არიან პასუხისმგებლები.

იხილეთ ვიდეოების არხი


მასალები ჰაინრიხ ბიოლის ფონდისგან: დისკუსიიები მდგრადი განვითარებისა და მწვანე ქალაქების თემაზე:

  1. მწვანე ქალაქის თემაზე გამართული დისკუსიების სრული დაიჯესტი

  2. ვის ეკუთვნის ქალაქი: თვითმმართველობა და ურბანული პოლიტიკა

  3. ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება

  4. ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება - დებატები ბათუმში

  5. ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება - დებატები ქუთაისში

  6. მწვანე აქტივიზმი ადამიანური გარემოსთვის

  7. თანამონაწილეობითი ქალაქგანვითარება - გზა სოციალური თანხმობისაკენ

  8. თბილისის ურბანული განვითარება: მდგომარეობა და პერსპექტივები

  9. ცხოვრების ხარისხი თანამედროვე თბილისში: ურბანული განვითარების ხედვა


 

  •  
  •