რუდ ნედერვენი - ბიოგრაფია
დაბადების თარიღი / ადგილი
1956 წლის 10 იანვარი, ჰოლანდია.
განათლება
რუდ ნევერდეენი 1974-1976 წლებში მაასტრიხტში გამოყენებითი ხელვნების აკადემიაში ისწავლა, ხოლო 1976-1979 წლებში თეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1979-1981 წლებში როტერდამის კონსერვატორიაში თეატრალური ცეკვის ხელოვნება შეისწავლა. მოგვიანებით კი, 2002 წლამდე ამსტერდამის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა.
სამუშაო გამოცდილება
რუდ ნედერვეენს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ჰოლანდიის სხვდასხვა მუზეუმისა და თეატრის მმართველობის სფეროში, როგორც მშობლიურ ქალაქ ამსტერდამში, ისე ნიდერლანდების სხვა ქალაქებში. იგი იყო და დღემდე რჩება რამდენიმე კულტურული დაწესებულების, თეატრის, გალერეის ან მუზეუმის გამგეობის წევრად, ან ხელმძღვანელ პირად.
2000 წლიდან დღემდე, რუდ ნედერვენი ერთ-ერთი ცნობილი ლიბერალური პარტიის „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის (ცნობილი როგორც VVD)“ წევრი და აქტიური მოღვაწეა. 2004-2006 წლებში იკავებდა პარტიის კულტურისა და მედიასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელის პიზიციას. 2002-2009 წლებში კი იყო პარტიის რეგიონული საბჭოს ლიდერი ამსტერდამში.
2005 წლიდან რუდ ნედერვენს ამსტერდამის საკრებულოში ირჩევენ. 2009 წლამდე ის იყო ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მას შემდეგ დღემდე ამსტერდამის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბლუმენდალის მერია.
რუდ ნედერვეენი ოთხ ენას ფლობს: ჰოლანდიურს, ინგლისურს, ფრანგულსა და გერმანულს.
2015 წელს, 10 ივნისს რუდ ნედერვენი ნიმდის დემოკრატიის ბანაკს საქართველოში ეწვევა.