ტრენერები

zurab baqradzeზურაბ ბაქრაძე

ქალაქთმგეგმარებელი; არქიტექტორი

განათლება

1975 წელს ზურაბ ბაქრაძემ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, სპეციალობით - ქალაქგეგმარება.

სამუშაო გამოცდილება

2013 წლიდან ზურაბ ბაქრაძე ქალაქგეგმარების სფეროში თავისუფალ ექსპერტად საქმიანობს: მონაწილეობს საქართველოს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსისა“ და შემდეგი კანონქვემდებარე აქტების შექმნაში: „საქართველოს მთავრობის დადგენილება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და „საქართველოს მთავრობის დადგენილება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის თაობაზე“.
მანამდე, მისი ბიოგრაფია ძირითადად გერმანული გამოცდილებით არის გამდიდრებული. 2007-2012 წლებში ზურაბ ბაქრაძე არქიტექტორად მოღვაწეობდა საპროექტო სახელოსნო Kulturlandschaft – Stadt, გერმანია. უფრო ადრე, ასევე გერმანიში ქალაქთმგეგმარებელისა და პროექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა არქიტექტურულ ბიუროში a i d (2007 წლიდან დაგეგმარების შპს AID). 2002-2005 წლებში, ზურაბ ბაქრაძე იყო არქიტექტორი გენერალურ მენაშენეში - MB-Meisterbau, ბორნჰაიმი/ბონი, გერმანია. 1994-1998 წლებში კი არქიტექტურის მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლა ხელოვნებისა და საზოგადოების ალანუსის უმაღლეს სკოლაში (Alanus Hochschule für Kunst und Gesellschaft), ალფტერი/ბონი, გერმანია. იმავე წლებში, არქიტექტორად იმუშავა არქიტექტურული ბჲურო W+S-ში, მაინის ფრაკფურტი, გერმანია.

1992-1994 წლებში ზურაბ ბაქრაძე იყოს პლასტიცირებისა და ფორმების ხატვის მასწავლებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან სოციალური თერაპიის სახლში. 1980-1985 წლებში კი ძირითადად, ორი მიმართულებით საქმიანობდა: იყო საქართველოს ძეგლთა ნუსხისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა აზომვების სამუშაოების მონაწილე და საქართველოს განათლების სამინისტროს ბავშვთა სამთო-სათხილამურო სკოლის მწვრთნელი. 1976 წლიდან 1994 წლამდე ზურაბ ბაქრაძე მუშაობდა თბილისის მუნიციპალურ საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ქალაქმგეგმარებლად, რამაც მის პროფესიულ გამოცდილებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ზურაბ ბაქრაძე ყვარელში დემოკრატიის საზაფხულო ბანაკს ეწვევა და მეტწილად, ქალაქდაგეგმარებაზე, მის კომპონენტებსა და ქალაქების განვითარების გენერალური გეგმის რაობაზე ისაუბრებს.


11287327_952168708148030_944217753_nნიკოლოზ ყაველაშვილი

ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ეკონომიკის მაგისტრი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

განათლება

ნიკოლოზ ყაველაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1998 წლამდე კი ისწავლა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბინგჰემტონი) მაგისტრატურა ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით. 2013 წელს კი გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურა, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

ნიკოლოზ ყაველაშვილი 2014 წლის დეკემბრიდან – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია. 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. „იგი იყო ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა“ საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის პროექტის დირექტორი და Overseas Private Investment Corporation მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო ფონდის - Bedminster Capital Management წარმომადგენელი საქართველოში. 2002 წელს იგი „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, როგორ ეკონომისტი, სხვდასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასა და მსოფლიო ბანკის პროექტში „ეკონომიკური განათლებისა და კვლევის განვითარება“. ნიკოლოზ ყაველაშვილი ასევე მუშაობდა ამერიკული ნავთობკომპანია „კონოკოს“ ფინანსურ და ადმინისტრაციულ მენეჯერად.

ნიკოლოზ ყაველაშვილს ასევე აქვს გაეროს სათაო ოფისი ნიუ-იორკში, რეგიონული კომისიებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ „Human Development Report for Georgia“ ფარგლებში პროექტის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება. 1992 – 1994 წლებში ის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო.


YtusestRblMიოსებ სალუქვაძე

გეოგრაფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე

განათლება

იოსებ სალუქვაძემ 1979 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, სპეციალობით -  გეოგრაფია-გეოლოგია. 1979 წელს კი, ამავე ფაკულტეტის პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრის ასპირანტი გახდა. 1988-1989 წლებში, ეკონომიკური გეოგრაფიისა და სივრცითი ორგანიზაციის მიმართულებით სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ეწეოდა პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში. 1991-1992 წლებში კი კვლევა გააგრძელა შვედეთში სტოკჰოლმის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრასა და ლუნდის უნივერსიტეტის სოცალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე. 1998 წელს კი მოიპოვა ფულბრაიტის სტიპენდია და კვლევითი საქმიანობა განაგრძო ურბანული კვლევებისა და დაგეგმვის კათედრაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სამუშაო გამოცდილება

იოსებ სალუქვაძე 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორია. მანამდე, 2002 წლის იანვრიდან იგი იყო საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის „მიწის მენეჯმენტი და მიწათსარგებლობა“ მიწვეული პროფესორი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, გერმანიაში.

იოსებ სალუქვაძეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რამდენიმე პროექტის მენეჯმენტის გამოცდილება აქვს. მაგალითად, 2011-2015  წლებში, იგი იყო პროექტების „საქართველოს საცხოვრისის მიმოხილვა (Georgian Housing Review)“ და „საქართველოს ურბანული განვითარების მიმოხილვა (Georgian Urbanization Review)“ ავტორი. 2010-20111 წლებში კი მსოფლიო ბანკმა და თბილისის მერიამ მიიწვიეს ქ. თბილისის განვითარების სტრატეგიის დასამუშავებლად.

ასევე, იოსებ სალუქვაძე GIZ -ის დაფინანსებით მუშაობდა შიდა ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე და ამავე ორგანიზაციისა და თბილისის მერიის ერთობლივ პროექტში მიწვეული ექსპერტის რანგში მუშაობდა ქ. თბილისის მიწის გამოყენების გენ. გეგმაზე.

2011-2013 წლებში იოსებ სალუქვაძე იყო შვეიცარიისა და კავკასიის აკადემიური ქსელის კვლევითი პროექტის Coping with marginality and exclusion: can refugees communities successfully integrate into mainstream urban societies in Georgia?”ხელმძღვანელი. მანამდე, კი გაეროს დაფინანსებით სამხრეთ კავკასიის ქალაქების კვლევაზე მუშობდა ნაშრომისათვის “Eastern European Cities in Transition”.

2011-2016 წლებში გერმანიის მთავრობის (რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების KfW) ინიციატივით მიმდინარეობდა „მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის“ პროექტი აზერბაიჯანში, სადაც იოსებ სალუქვაძე პროექტის განვითარების ყველა ფაზაში ჩართული იყო როგორც მიწვეული ექსპერტი სოციოლოგიური კვლევისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის სფეროში.

იოსებ სალუქვაძეს რამდენიმე პროფესიული ჯილდო აქვს მიღებული: 2013 წელს მან მიიღო საქართველოს მეცინიერებათა ეროვნული აკადემიის პრიზი -  ვახუშტი ბაგრატიონის აკადემიური სახელობითი პრემია ნაშრომის ციკლისათვის „სოციალური და გეგმარებითი ცვლილებები პოსტსაბჭოთა თბილისში“. 2008 წელს კი მიიღო Doing Business-ის ჯილდო მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ერთობლივ პროექტებში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

1987 წლიდან სოსო სალუქვაძე არის საქართველოს ურბანისტთა საზოგადოების წევრი, 2009 წლიდან დღემდე კი ამერიკელ გეოგრაფთა ასოციაციის წევრი. 2008 წლიდან იგი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტია.


10639570_10152701301479066_395039536261253909_nგელა კვაშილავა

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“

განათლება

გელა კვაშილვა ფლობს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს. 2013 წელს ჰოლანდიაში მან  წარმატებით დაასრულა დელფტის უნივერსიტეტის  საგზაო უსაფრთხოების  პროგრამა  დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.  2013 წელს გაირა გრინფილდის აკადემიის (დიდი ბრიტანეთი) საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის კურსი. იგი რამდენიმ ინოვაციური პროექტის ერთ-ერთი ავტორია: „მეგობრული გზები“ და „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“.

სამუშაო გამოცდილება

ამჟამად, გელა კვაშილავა ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი (http://safedrive.ge/), ინგლისური ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი და რეგიონალური კონსულტანტი (http://www.easst.co.uk/) და „ევროკავშირის ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის“ რეგიონალური კონსულტანტია.

გელა კვაშილავას აქვს 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საგზაო უსაფრთხოების და მდგრადი ტრანსპორტის განვითარების საკითხებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მას, როგორც ხელმძღვანელსა და კონსულტანტს, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი პროექტის მართვაში საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, სადაც  როგორც პარტნიორები მონაწილეობდნენ  ხელისუფლების, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მას ასევე აქვს მონაწილეობა მიღებული საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმების შემუშავებაში საქართველში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში საქართველოსა და მოლდავეთში. ის დღესაც მონაწილეობს სხვადასხვა საგზაო უსაფრთხოების პროექტების განხორციელებაში მოლდოვაში, ყირგიზეთში, უკრაინასა და ტაჯიკეთში. გელა კვაშილავა როგორც ტრენერი, რეგულარულად  იღებს მონაწილეობას საერთაშორისო საავტომობილო ფონდის მიერ ორგანიზებულ საგზაო უსაფრთხოების სასტიპენდიო პროგრამაში.  2006 წელს მან დააარსა ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის". ფონდის მიზანია  საქართველოს გზებზე ტრამვებისა და ფატალური შემთხვევების შემცირება, საგზაო უსაფრთხოების კულტურის ამაღლება და მოზარდთა განათლების ხელშეწყობა უსაფრთხო, სუფთა, სამართლიანი და მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით.  2012 წლის დეკემბერში, ლონდონში, ფონდს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების განვითარების კუთხით შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა პრინც მაიკლის საერთაშორისო ჯილდო.


 

BACK

  •  
  •