ზურაბ ჯირკველიშვილი

0001ზურაბ ჯირკველიშვილი - ბიოგრაფია

 

დაბადების თარიღი / ადგილი

1956-01-18, გორი


განათლება

ზურაბ ჯირკვალიშვილმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი; 1996 წელს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების“ კურსი.


სამუშაო გამოცდილება

1988-1990 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონსულტაციო ორგანიზაცია „ფინანსების“ გორის ფილიალის დირექტორი. 1990-1995 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კოოპერატორთა კავშირის გორის საწარმოო კომერციულ ცენტრს. 1995-1996 წლებში იყო შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე. 1999-2004 წლები - გორის პურკომბინატის ს/ს. „ივერიაა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2004-2005 წლებში ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალ-აგროში“ ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს. 2005-2011 წლებში იყო შპს „ალაფი-აგროს“ დირექტორი. 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა შპს „ტიტალ-საქართველოს“. 2012 წლიდან ორი წლის განმავლობაში იყო შპს „გორის სასათბურე მეურნეობის“ დირექტორი. ფლობს რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებს.


ნახეთ ზურაბ ჯირკველიშვილის საარჩევნო პროგრამა, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ Partiebi.ge ზე გამოქვეყნდა

  •  
  •